UX/UIქოფირაითინგისკურსი
დახვეწე წერის უნარები და ისწავლე, როგორ იწერება ვებგვერდის სხვადასხვა ტიპის ტექსტი: ამოიცანი მომხმარებლის საჭიროებები, შექმენი შესაბამისი UX ტექსტი და მოარგე UX/UI ქოფი ბრენდის მიზანსა და სტრატეგიას.
- ლექტორი
- ქეთი დიასამიძე
- ფორმატი
- ონლაინ
- დაწყება
- 12 ნოემბერი
- ხანგრძლივობა
- 1.5 თვე
- შეხვედრები
- 13 შეხვედრა, 26 სთ
- განრიგი
- ორშაბათი, ხუთშაბათი
რას დაწერ კურსზე:
CTA ღილაკებისათაურებინოტიფიკაციებიპოპაპებიშეცდომის ტექსტები"ჩვენ შესახებ"ჰედერი და ფუტერიSEO ტექსტიქოფი Figma-შიშეამოწმე შენი მიკროქოფი
ჩაწერე ღილაკის ტექსტი, შეცდომის შეტყობინება ან ცარიელი ეკრანის სათაური და ნახე, რამდენად მკაფიოა ის მომხმარებლისთვის. ღილაკებსა და CTA-ს ლექცია 8 ეთმობა, ნოტიფიკაციებსა და შეცდომებზე საუბარს კი ლექცია 9.
ტექსტი
შეფასება
შემოწმება მარტივ წესებს ეფუძნება და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. რეალურ პროექტში ქოფს ბრენდის Tone of Voice-ი, კონტექსტი და A/B ტესტის შედეგები განსაზღვრავს.
13 ლექცია, ოთხი ეტაპი
ბრენდინგიდან და ბრიფიდან ღილაკებამდე, შეცდომის ტექსტებამდე და Figma-მდე. კურსი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, შუალედურ და ფინალურ გამოცდას. შემდეგი ჯგუფი იწყება 12 ნოემბერს (ორშ-ხუთ, 20:00-22:00).
კურსის ბოლოს
სილაბუსის შედეგები: თემები, რომლებიც გეცოდინება, და უნარები, რომლებსაც რეალურ პროექტზე გამოიყენებ.
გეცოდინება
- ქოფისა და ბრენდინგის ურთიერთკავშირი
- ვებგვერდის ტიპები და მიზნები
- ბრიფის აღქმა
- Tone of Voice
- სტორითელინგი
- ქოფის ფორმულები და ინსაითები
- ინფორმაციის თანმიმდევრობა
- თაბებისა და გვერდების ოპტიმალური რაოდენობა
- SEO ტექსტი საძიებო სისტემებში
- ქოფისა და დიზაინის ურთიერთობა Figma-ში
შეძლებ
- ვებგვერდის მიზნებისა და საჭიროებების შეფასებას
- ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით ქოფის შექმნას
- ვებგვერდის ტექსტებზე მუშაობას
- UI/UX ქოფის შექმნას
- ბრიფის მიხედვით ტექსტის დაწერას
- "ჩვენ შესახებ" გვერდის დაწერას ბრენდის ხმით
- ღილაკების, სათაურებისა და CTA-ს ტექსტების შერჩევას
- ნოტიფიკაციების, პოპაპებისა და შეცდომის ტექსტების წერას
ქეთი
დიასამიძე
Senior UX Writer, TBC
ლექტორი
ქეთი დიასამიძე UX/UI ქოფირაითერია. ამჟამად მუშაობს TBC-ში უფროს UX მწერლად, ასევე არის სენიორ ქოფირაითერი საკომუნიკაციო სააგენტოში sci-fi.
- 3 წელიadjarabet.com, ქოფირაითერი
- პარალელურადsci-fi, საკომუნიკაციო სააგენტოს სენიორ ქოფირაითერი
- დღესTBC, უფროსი UX მწერალი (Senior UX Writer)
ქეთის საქმიანობის სფეროები მრავალფეროვანია: UX/UI ქოფი, ბრენდინგი, ბლოგები და სტატიები, ციფრული მარკეტინგი, ვიდეოები, სცენარები და ვოისოვერები. აქვს როგორც კრეატიული, ასევე UX/UI ქოფირაითინგის გამოცდილება და თანამშრომლობს National Geographic საქართველოსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.
ბრენდები და პარტნიორები, რომლებთანაც უმუშავია:
ადგილის დაჯავშნა
ონლაინ, კვირაში ორჯერ, 1.5 თვის განმავლობაში. 13 შეხვედრა, ჯამში 26 საათი. შემდეგი ჯგუფი იწყება 12 ნოემბერს.
ადგილები შეზღუდულია.
- ქართული გრამატიკის საბაზისო ცოდნა
- ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვის უნარი
სერტიფიკატი: მინიმუმ 70 ქულა და ფინალური გამოცდის ბარიერის (მაქსიმალური ქულის 50%) გადალახვა. 90 ქულიდან ლექტორისგან მიიღებ წერილობით რეკომენდაციას.
კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება, სამსახურის მოძიების სტრატეგია და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.